,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის,,ა“ და ,,პ“ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტებისა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის ირმა რატიანის 2024 წლის 13 ივნისის N15504/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს
2024 წლის 12 ივნისის სხდომის ოქმი N6) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) გაგა ლომიძე-შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) მაია ჯალიაშვილი-შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) თამარ ბარბაქაძე-შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ გაგა ლომიძე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ მაია ჯალიაშვილი, საკონკურსო კომისიის მდივნად თამარ ბარბაქაძე.
3. დაევალოს კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2024 წლის 25 ივლისისა.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტრესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია